
ბსუ-ს ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა (ეკონომიკა, III კურსი) ნანი ჯიჯავაძემ 14-28 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა. ორკვირიანი პროგრამა ითვალისწინებდა სწავლების ინოვაციური და დისტანციური მეთოდების გაცნობას. სტუდენტები დაესწრნენ 60-საათიან ლექციათა კურსს ფრანგულ ენაში და მონაწილეობა მიიღეს კულტურულ ღონისძიებებში. ყოველწლიური საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს უცხოური გამოცდილების გაზიარებასა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.
უკან |