
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ონიანმა მონაწილეობა მიიღეს 15-18 მაისს, ბერლინში გამართულ ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ ფორუმში. სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს ფორუმში ბსუ-ს, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ჰანოვერის, პოტსდამის, მიუნხენის, ჰუმბოლტისა და თსუ-ს პროფესორებმა ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა ნაშრომი წარადგინა თემაზე: „საქართველოს შრომის ბაზარი და ევროკავშირის გამოწვევები“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ონიანმა მოხსენება: „საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვაზე მოქმედი ფაქტორები“.
ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა გერმანიაში საქართველოს ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ჰუმბოლტის და პოტსდამის უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან და დაიგეგმა ბსუ-ში, 2019 წლის სექტემბერში ერთობლივი საზაფხულო სკოლის ჩატარება.
უკან |