14 მარტი 2018 წელი
გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეთერ ნიჟარაძე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ეთერ ნიჟარაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთო და გეოინჟინერიის მიმართულების განვითარებასა და მომავალი სპეციალისტების აღზრდის საქმეში, 2010-2012 წლებში იყო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. ეთერ ნიჟარაძე არის 2 მონოგრაფიის, 2 პატენტისა და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ასოცირებული პროფესორი ეთერ ნიჟარაძე იყო წამყვანი სპეციალისტი 2 საგრანტო პროექტში, გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელო და პრაქტიკუმი ნავთობისა და გაზის ქიმიაში. სამთო და გეოინჟინერიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით.