2009 წლის დეკემბერში დეპარტამენტებში გატარებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო საქმის დეპარტამენტს ეწოდა აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი.
აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტში (ხელმძღვანელი პროფესორი ვ. პაპუნიძე, სპეციალისტი - დოქტორი ლ. ებრალიძე) გაერთიანებულია სამი მიმართულება:
აგროეკოლოგია - მიმართულების ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი დარეჯან ჯაში;
მცენარეთა დაცვა – მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი, ოთარ შაინიძე;
სატყეო საქმე- მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი, ვანო პაპუნიძე
დეპარტამენტში მუშაობს 2 პროფესორი (ოთარ შაინიძე, ვანო პაპუნიძე), 2 ასოცირებული პროფესორი (ნ. ასანიძე, დ.ჯაში), 2 ასისტენტ პროფესორი (ლამზირა გორგილაძე, ნუნუ ნაკაშიძე) და მოწვეული მასწავლებლები (ზოია სიხარულიძე, რევაზ ვასაძე, გურამ ჩხუბაძე, მამუკა თურმანიძე).