17 თებერვალი 2017 წელი
ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო კომპანიამ „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის“ ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. დამსაქმებელმა ორგანიზაციამ კონკურსში მონაწილე მშენებლობისა და არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების 30-მდე სტუდენტს შორის უპირატესობა მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტ რობერტ კონცელიძეს მიანიჭა. კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს, ხელს ეწყობს ტექნოლოგიური მიმართულების სტუდენტების დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებას.