ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილეებმა თამარ სირაძემ, ანზორ ბერიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა. ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები 58-მა სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე ყველა კურსდამთავრებულს სიგელი გადაეცა, ხოლო  სწავლის პერიოდში გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის 19 სტუდენტი დაჯილდოვდა. ღონისძიება ქუდების ასროლითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.

გამოშვება მუსიკალურად გააფორმა  ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა