ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ABET-ის ექსპერტები ეწვივნენ

სურათი

ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტი აშშ-ს სანდეიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს „სამოქალაქო ინჟინერიის“ საბაკალავრო საგანანმანათლებლო პროგრამის ABET-ის აკრედიტაციის მისაღებად. 24-27 აპრილს  ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ აშშ-ს მასაჩუსეტსის უნივერისტეტის პროფესორი, ABET-ის ექსპერტი, ბილ ჰაიტერი და აშშ-ს კლემსონის უნივერისტეტის პროფესორი, ABET-ის ექსპერტი ჯო ტერნერი. ვიზიტის მიზანი იყო „სამოქალაქო ინჟინერიის“ საგანანმანათლებლო პროგრამის ABET-ის მეხუთე კრიტერიუმის (კურიკულუმის) მომზადება, მომზადებული სილაბუსების შემოწმება, ლაბორატორიებისა და აუდიტორიების დათვალიერება.

ექსპერტებს შეხვდა ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე და სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. მიმდინარე ეტაპისათვის ექსპერტებმა ჩატარებული სამუშაოები შეაფასენ დადებითად. დაიგეგმა ABET-ის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი მომავალი აქტივობები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა