ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიოპოლიმერები, ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“ ტარდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიოპოლიმერები, ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“ ტარდება. კონფერენციის მიზანია კვლევის შედეგების წარმოდგენა ბიოპოლიმერების სინთეზისა და გამოყენების მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების გაცვლა და თანამშრომლობა. სესია ხელს შეუწყობს ადგილობრივი კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციას, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას საერთაშორისო კვლევებში და ქართველი და უცხოელი მეცნიერების ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ეფექტურად განხორციელებას.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა: პოლონეთიდან (პოზნანი, გდანსკი),  ყაზახეთიდან (ალმაატა), მექსიკიდან (მეხიკო), უკრაინიდან (ლვოვი) წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები თანამედროვე ბიოორგანული ქიმიის მიღწევებზე; ბიოტექნოლოგიის მიმართულებით ჩატარებულ კვლევებზე; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზსა და გარდაქმნებზე; მცირენარჩენიან, მაღალპროდუქციულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე; ბიომასალებზე და ბიონანომასალებზე; ბუნებრივი წარმოშობის ბიოდეგრარირებად პოლიმერებზე; სასურსათო და გარემოს დაცვით საკითხებზე.

კონფერენციაში ჩართული არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სანტ-დიეგოს უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერ­სიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები, მაგისტრან­ტები, დოქტორანტები, პროფესორები; ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის, რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები. 

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება.

დეტალური ინფორმაციას კონფერენციის შესახებ გაეცანით შემდეგ ვებგვერდზე: www.chtab2023.com.ge

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა