27 მარტი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა ღია კარის დღეების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ინოვაციების ცენტრში აბიტურიენტებს ლექცია ჩაუტარდათ შენობათა სტრუქტურული დიზაინისა და მშენებლობის დაპროექტების ავტომატიზებული სისტემების ძირითადი მეთოდების გამოყენებით. მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს ფაბლაბ ლაბორატორია, სადაც გაეცნენ სტრუქტურული მოდელების აგების სხვადასხვა მეთოდს.