ტექნოლოგიური ფაკულტეტი

„კლიმატის ცვლილებების უარყოფითი გავლენა სოფლის მეურნეობაზე და მასთან ბრძოლის მეთოდები“

სურათი

ტექნოლოგიურ ფაკულტეტის აგრარული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის „ერაზმუს“+-ის პროექტის „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვის და ინდუსტრიული კომპეტენციების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილებების პრევენციისათვის“ ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „კლიმატის ცვლილებების უარყოფითი  გავლენა სოფლის მეურნეობაზე და  მასთან ბრძოლის მეთოდები“. ტრენინგი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა „ერაზმუ+“-ის პროექტის „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვის და ინდუსტრიული კომპეტენციების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილებების პრევენციისათვის“ კოორდინატორი, პროფესორი ლელა თურმანიძე. ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნარგული ასანიძემ და ასისტენტ პროფესორმა ნუნუ ნაკაშიძემ, უნივერსიტეტის დოქტორანტმა მამუკა თურმანიძემ და  მაგისტრანტმა ვიტალი კილასონიამ გააკეთეს მოხსენებები კლიმატის ცვლილებებზე, სოფლის მეურნეობის კლიმატგონივრული, მდგრადი მართვის პრინციპებზე, მნიშვნელობაზე, ორგანული სოფლის მეურნეობისა და  ნიადაგის მდგრადი მართვის საკითხებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა