8 მარტი 2014 წელი
2-8 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიზო ფარცხალაძე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში - სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში-KTH იმყოფებოდა. ვიზიტი 530244-TEMPUS-ის პროექტ-ENGITEC - ის ფარგლებში შედგა, რომლის მიზანია უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცია საქართველოში ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ. პროექტის სამუშაო გეგმის შესაბამისად, სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების, კომპანიებთან თანამშრომლობის ახალი მიდგომებისა და ევროპელი პარტნიორების მიერ გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით, საქართველოში უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცისათვის ტექნოლოგიური გამოწვევების საკითხები განიხილეს. ENGITEC - ის პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია „სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი-KTH“.