17 იანვარი 2014 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის საავიაციო ასოციაციის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. პროფესორებმა შუაკ კასარმა და ემინ სერინმა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეები შეხვედრაზე თანამშრომლობის მიმართულებებზე, გაცვლითი პროგრამებისა და სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.