გერმანული ენის თვე იწყება!
16 მაისი 2019 წელი
გერმანული ენის თვე იწყება!
16 მაისს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში, გერმანული ენის თვის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და მშობლებისათვის. გერმანული ენის თვე გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის საელჩოების და კულტურის სფეროს ინსტიტუტების ორგანიზებით იმართება. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი მრავალრიცხოვანი ღონისძიებები ეძღვნება გერმანულ ენასა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურას. ინიციატივის „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ ფარგლებში გაიმართება ღონისძიებები სხვადასხვა ასაკის სტუმრებისათვის, კითხვის, კინოს მოყვარულებისა და ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის. ასევე მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები გერმანული ენის სწავლასა და სტიპენდიების მიღებასთან დაკავშირებით.
სრულად