საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის შეხვედრა სტუდენტებთან

8 მაისს, 13:00 სთ-ზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია 328) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდება და საქართველოს პარლამენტის აპარატში მიმდინარე რეფორმების თაობაზე ისაუბრებს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • პარლამენტის კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბება და საქმიანობა
  • მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გაძლიერება
  • პარლამენტის სასწავლო ცენტრის რეფორმირება
  • სტაჟირების ახალი სისტემა პარლამენტში
  • პარლამენტის აპარატის აქტიური საგარეო ურთიერთობები

პრეზენტაციის დროს პარლამენტის აპარატის უფროსი სტუდენტებს საქართველოს პარლამენტში შესაძლო პრაქტიკისა და სტაჟირების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.  ასევე, ისაუბრებს დისტანციური სტაჟირების მოდელზე, რომლის დანერგვაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა