ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში
7 აგვისტო 2023 წელი

ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში
7-14 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში (მეთოდები, ტექნოლოგიები, რესურსები) ჩატარდება. საზაფხულო სკოლა ქართველოლოგიური მეცნიერებების გამოწვევებს ციფრულ ეპოქაში – მეთოდებს, ტექნოლოგიებს და რესურსებს ეძღვნება. საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან დიგიტალური ქართველოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა და საფუძვლებს; მიიღებენ ცოდნას დიგიტალური ქართველოლოგიის ძირითად მიმართულებებში, გაეცნობიან ქართული ენის ანალიზისა და სინთეზის პროგრამებს, კომპიუტერული ლექსიკოგრაფიის პრინციპებსა და მეთოდებს, ქართული ენისათვის მანქანური სწავლების გამოყენების პროგრამულ უზრუნველყოფებს.
სრულად