აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა
20 თებერვალი 2009 წელი

აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა
რსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საზეიმოდ გაიხსნა აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის სახელობის კაბინეტი. ცნობილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით ხახუტაიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვლის ინსტიტუტისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ერთობლივი ღონისძიებებით აღინიშნა.
სრულად