აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები
12 ნოემბერი 2010 წელი
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის ორგანოების რიგით მეორე არჩევნები ჩატარდა. აკადემიური საბჭო 8 წევრისაგან დაკომპლექტდება, თითოეული ფაკულტეტიდან არჩეული იქნება 2 წარმომადგენელი. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში 21 წევრი შევა. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერესებს 7 აკადემიური პერსონალი და 5 სტუდენტი დაიცავს, აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტს - 1 აკადემიური პერსონალი და 1 სტუდენტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტს - 1 აკადემიური პერსონალი და 1 სტუდენტი, ხოლო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტისას - 3 აკადემიური პერსონალი და 2 სტუდენტი. აკადემიური საბჭოს არჩევნებში 11 კანდიდატი, ხოლო წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში 29 საარჩევნო სუბიქტი მონაწილეობდა.
სრულად