ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2011-2012 სასწავლო წელი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მიულოცა და ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტები და სიახლეები გააცნო. წლის ძირითადი პრიორიტეტი სწავლების ხარისხის, სამეცნიერო კვლევა-ძიების, სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა არის. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ტურიზმის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლასა და სტაჟირებას. ტურიზმის ფაკულტეტი 130 პირველკურსელთან ერთად პირველად შეხვდა ახალ სასწავლო წელს. ერთიანი ეროვნული გამოცდებით უმაღლეს სასწავლებელში სულ 1 260 სტუდენტი ჩაირიცხა