უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძესთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი სიგუასთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. შეხვედრაზე მინისტრმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და პრიორიტეტები გააცნო. ახალგაზრდებს ასევე შესთავაზა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამაში ჩაერთვებიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ სტუდენტებს მობილური გიდების პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მინისტრმა თამარ სანიკიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები სასწავლო გრანტებით, უფასო საგანმანათლებლო პროგრამებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, დასაქმების ხელშემწყობი პროექტებით და სხვა აქტუალური საკითხებით დაინტერესდნენ.