ფერის გამომხატველი ფრაზეოლოგიზმები ფრანგულ ენაში. ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორი ნატალია სურგულაძე 25 ივნისი 12:00 41-ე აუდიტორია
ფრაზეოლოგიზმები დამახასიათებელია ყველა ენისათვის, განვითარების რა დონეზეც უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ფრაზეოლოგია ენობრივი სისტემის განუყოფელ და ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.
ხატოვანი გამონათქვამების, იდიომების და ფრაზეოლოგიზმების ჯგუფში შემავალი ერთეულების უმრავლესობაში ნათლადაა გამოხატული ენის ეროვნული თვითმყოფადობა, ისინი ახდენენ ამა თუ იმ ხალხის კულტურისა და ფსიქოლოგიის მთელი რთული კომპლექსის, მისი ხატოვანი აზროვნების განუმეორებელი ხერხების კონდენსირებას. ქართულ და ფრანგულ ლექსიკაში ხატოვან თქმათა ძალზე მდიდარი ასორტიმენტია წარმოდგენილი.
სრულად