"ციტრუსების ნაყოფებში მძიმე მეტალების შემცველობის ცვალებადობის დამოკიდებულება გარემოსთან "ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გულთამზე თავდგირიძე .სემინარის თარიღი 8.05.2018 12:00 სთ
5 ივნისი 2018 წელი
უკანასკნელი ათეულიწლების განმავლობაში მძიმე მეტალების შემცველობა გარემომცველ გარემოში - ჰაერში, წყალსა, ნიადაგში და საკვებ პროდუქტებში - საგრძნობლად იზრდება. ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა მძიმე მეტალების რკინა, სპილენძი, თუთია, კობალტი, ნიკელი, კადმიუმის და ტყვიის შემცველობა ციტრუსების ნაყოფში (ქერქი, რბილობი) უსასუქოსა და - აზოტოვანი სასუქების ფორმებთან დაკავშირებით და შეგვედარებინა ის ასევე ჩვენს მიერ ადრე ჩატარებულ კვლევებთან.
ჩატარებული კვლევების შედარებამ გვიჩვენა, რომ მიღებული მონაცემებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მძიმე მეტალების შემცველობა გაზრდილია ქერქსა და რბილობში, მაგრამ ის არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ელემენტების შემცველობა გათანაბრებულია ქერქსა და რბილობს შორის.
სრულად