სამეცნიერო კვლევები

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო ინფორმირებისათვის სახელმწიფო ენის გამოყენების პრაქტიკის კვლევა

სამეცნიერო პროექტი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო ინფორმირებისათვის  სახელმწიფო  ენის გამოყენების პრაქტიკის კვლევა

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  პროფესორი მურმან გორგოშაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ფუტკარაძე, მაგისტრანტები: დალი თურმანიძე, ლიკა მჟავანაძე

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2017 წელი

სამეცნიერო პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევის მიზანია ქალაქ ბათუმსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ცენტრებში განთავსებულ  საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ განცხადებებზე, სასათაურო წარწერებზე, პლაკატებზე, აბრებზე, აფიშებზე, რეკლამებზე და სხვა ვიზუალური ინფორმაციისთვის განკუთვნილ ტექსტებზე აღწეროს ქართული კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის გათვალისწინებული ნორმების დარღვევების შემთხვევები, გაანალიზოს ისინი, მოახდინოს მათი კლასიფიკაცია და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები სათანადო დაწესებულებებისთვის შეცდომების აღმოფხვრა- გასწორების მიზნით. ამასთან, ხელი შეუწყოს ქართული ენის საჯარო ინფორმირებისათვის გამოყენებისას საჭირო სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლებას

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა