სამეცნიერო კვლევები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა"

სურათი

2024 წლის 8-9 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, SEU-ში ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და ლაზარსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანაორგანიზებით მეოთხედ იმართება გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა". კონფერენციის მიზანია, სამუშაო თემატიკით განსზღვრული საკითხების ირგვლივ თავი მოუყაროს ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები და ჩაერთონ მნიშვნელოვან სამეცნიერო დისკუსიებში.

კონფერენციის საკვანძო თემებია:

  • სამართლებრივი და პოლიტიკის ინსტრუმენტების შეფასება ევროპული ინტეგრაციისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში;
  • სამართლებრივი ჰარმონიზაცია და ევროპეიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაგალითზე;
  • რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა სავაჭრო, ეკონომიკური და თავდაცვის  მიმართულებით;
  • არსებული გეოპოლიტიკური რეალობის აღქმა და ანალიზი (განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ);
  • ახალი სამართლებრივი ჰორიზონტები: სამართლის მეცნიერების აღმოცენებადი და განვითარებადი დარგები;
  • ეროვნული პოლიტიკის ჩარჩო და ინტეგრაციის პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
  • ადამიანის უფლებები და სამართალი: მიმდინარე ცვლილებების გავლენა ადამიანის უფლებებზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და კანონის უზენაესობაზე როგორც ევროპის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
  • გეოპოლიტიკური ცვლილებები ევროკავშირში და მის მიღმა.
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ზეგავლენა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ შესაბამისი თემატიკა და აბსტრაქტი, ხოლო კონფერენციის შემდგომ - სრული ნაშრომები.


საკონფერენციო ნაშრომები დაიბეჭდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ ან პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში „ეკონომიკა და პოლიტიკური აზრი“.

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 29 დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://www.seu.edu.ge/ka/events/979/

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა