7 დეკემბერს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ალტერბრიჯის ორგანიზებით, იმართება მე-4 სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტი მართვასა და კომუნიკაციაში”. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, კვლევითი ცენტრების/ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს.
კონფერენციის ძირითადი თემები:
- პასუხისმგებლიანი და ეთიკური ხელოვნური ინტელექტი
- მედიაწიგნიერება და განათლება
- ხელოვნური ინტელექტი მედიასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში
- პოლიტიკური კომუნიკაციია
უნივერსიტეტი დაინტერესებულია შემდეგი საკითხების შესწავლით:
- ორგანიზაციებში (კერძო, საჯარო) ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საფრთხეები და შესაძლებლობები
- დეზინფორმაციასთან, არაკეთილსინდისიერ კომუნიკაციასთან ბრძოლის საშუალებები
- კორპორაციული პასუხისმგებლობა ციფრულ და ტრადიციულ მედიაში
- ახალი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები პოლიტიკურ კომუნიკაციაში
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/wJX18
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: a.tsiklauri@alterbridge.edu.ge
https://alterbridge.edu.ge/samecniero-konferencia-xelovnuri-inteleqti-martvasa-da-komunikaciashi/
უკან |