სამეცნიერო კვლევები

„საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა

სურათი

2022 წლის 16 სექტემბერს, 16:00 საათზე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი DAAD-ი გიწვევთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრაზე. საკონსულტაციო შეხვედრაზე გაეცნობით საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მკვლევართა 3-თვიანი კვლევითი ვიზიტის 15 000 ევროთი დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:

https://daad-veranstaltung.webex.com/daad-veranstaltung/j.php?MTID=m7faee772f9ff9500a705185fc65dac41

შეხვედრის კოდი:  2744 434 6862

პაროლი: 3Sq7QSB5qW4

 

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:

https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.io/announcement

 

შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
  • სამიზნე აუდიტორია და საკონკურსო პირობები;
  • სააპლიკაციო დოკუმენტაცია და განაცხადების მიღების პროცედურა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა