2 აგვისტოს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,კომუნიკაციის როლი მართვის პროცესში და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და დარგის სპეციალისტებს. სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს კომუნიკაციის როლის განხილვას მართვის პროცესში, ფსიქოლოგიური ასპექტების გაანალიზებას და შეფასებას, განხორციელებული კვლევების შედეგების გაზიარებას.
კონფერენციის თემატიკა:
- ინტერპერსონალური ურთიერთობები და კომუნიკაცია
- კროსკულტურული ფსიქოლოგია
- ინდივიდუალური და ჯგუფური გავლენები
- მართვა და კომუნიკაცია
- სოციალური ფსიქოლოგიის გამოყენებითი ასპექტები
- განათლების ფილოსოფია
- სწავლა, სწავლება და შეფასების მიდგომები და სხვა.
მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების
სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 20 ივნისამდე აკადემიის ოფიციალურ
ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს, პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს: 591 55 06 06.
ნაშრომის შესრულების სტანდარტი იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.
დანართი
უკან |