ირლანდია აცხადებს ეროვნულ ტექნოლოგიური ცენტრის „Career Development Fellowships Technology Gateway“ პროგრამის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს გამოცდილ მკვლევარებს იმუშაონ ირლანდიაში ინდუსტრიაზე ორიენტირებულ კვლევით პროექტებზე 3 წლის განმავლობაში. მკვლევარებს გაფართოების ქვეყნებიდან (მოიაზრება საქართველო) მიენიჭებათ უპირატესობა შესარჩევ ეტაპზე. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 დეკემბერი. პროგრამა „Career-FIT PLUS-ი თანადაფინანსებულია მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.horizon2020.ie/career-fit-plus/call-for-proposals.

უკან |