სამეცნიერო პროექტის დასახელება: საინფორმაციო სისტემების მრავალდონიანი მართვა QR კოდების მეშვეობით მულტიპლატფორმული სისტემებისათვის.
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა დავითაძე - ბსუ ასოცირებული პროფესორი
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: გრიგოლ კახიანი - ბსუ ასოცირებული პროფესორი, ზურაბ მესხიძე - ბსუ მოწვეული მასწავლებელი, კობა ღოღობერიძე - ბსუ სტუდენტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2020 წელი
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევის ძირითადი მიზანია ისეთი სისტემის შემქნა, რომელსაც შეეძლება ერთი და იგივე QR კოდის მეშვეობით სხვადასხვა დონის წვდომის განხორციელება საინფორმაციო სისტემასთან, რომელშიც ინფორმაცია დაყოფილია დონეების შესაბამისი წვდომის უფლებებით და მომხმარებლის განსაზღვრა მხოლოდ საკუთარი აპლიკაცის საშუალებით იქნება შესაძლებელი. გარე მომხმარებლებისათვის წვდომა შეზღუდული იქნება სპეციალური დაშიფვრის სისტემების გამოყენებით. ამასთან ერთად კვლევის მიზანი მდგომარეობს მულტი-პროგრამული და მულტი - პლატფორმული (ანდროიდი, აიოეს) მოდელის შექმნა ნებისმიერი ბიზნეს-მოდელის მართვის გასამარტივებლად. კვლევის სიახლე მდგომარეობს მოცემული სტატიკური QR კოდის დაშიფრული მონაცემების წაკითხვის შედეგად, შესაბამისი დონის აღმოჩენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო სისტემიდან. დონის აღმოჩენა შესაძლებელი ექნება მხოლოდ უფლება მინიჭებულ მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა (აპლიკაცია), რომლის მეშვეობით ის კითხულობს QR კოდს.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კვლევის ძირითადი შედეგი იქნება ინფორმაციაზე დაცული წვდომა სხვადასხვა დონის დაშვების მქონე პირებისათვის მულტიპლატფორმული ხელასწყოებით (მობილური ტელეფონი, პლანშეტი და სხვა ანდროიდ ან აიოეს ოპერაციული სისტემებით).
უკან |