სამეცნიერო კვლევები

აჭარის მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების კვლევა და შეფასება

სამეცნიერო პროექტის დასახელება: აჭარის მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების კვლევა და შეფასება

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი თამილა თურმანიძე

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნატალია რობიტაშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

იამზე სურმანიძე  - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ასისტენტი

ქეთევან ბერიძე - ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი

გია ანანიძე - ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2020 წელი

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: მოსახლეობის შემოსავლებისა და ცხოვრების დონის შესწავლა საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე აქტუალურია. აქტუალურობა და ინტერესი აღნიშნული საკითხის გარშემო განპირობებულია იმით, რომ ყველა ადამიანს არსებობისა და ცხოვრებისათვის ესაჭიროება მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. 

პროექტის მიზანს წარმოადგენს აჭარის არ მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის შესწავლა, მასზე მოქმედი ფაქტორების შეფასება.

კვლევის მიზანია

  • მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის კვლევა და  ანალიზი;
  • ცხოვრების დონეზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა და კორელაციურ რეგრესიული ანალიზი;
  •  მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესების სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება.

აღნიშული მიზნიდან გამომდინარე დავისახეთ შემდეგი ძირითადი ამოცანები:

  • მოსახლეობის შემადგენლობის, მათი შრომისა და დასაქმების პირობების შესწავლა;
  • სასურსათო თვითუზრუნველყოფის დონისა და სასურსათო დეფიციტის განსაზღვრა;
  • მოსახლეობის ცხოვრების ღირებულების შესწავლა და მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების გამოვლენა;
  • მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის დონის შეფასება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის კვლევით სიახლეს აჭარის ა.რ. მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარიხის მრავალფაქტორული კვლევა წარმოადგენს, რაც მოიცავს აჭარის ა.რ. მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებელთა მოპოვებას, არსებული მონაცემების განზოგადებას, ცხოვრების დონესა და ხარისხზე მოქმედ ფაქტორთა ანალიზსა და შეფასებას, შესაბამის რეგრესიულ მოდელთა აგებასა და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას.

   მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის სიღრმისეული, მრავალფაქტორული კვლევა არ განხორციელებულა აჭარის რეგიონში.  ამიტომ, ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი  პროექტის შედეგები სამეცნიერო სიახლე სამეცნიერო ღირებულების მატარებელია. კვლევითი პროექტის შედეგები პრაქტიკული ხასიათი აქვს, რადგან მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებული იქნეს  სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურების, აკადემიური, სამეცნიერო  წრეებისა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ყველა ადამიანის მიერ. წარმოდგენილი კვლევითი პროექტის მიხედვით დაგეგმილია ,, მრგვალი მაგიდის“ მოწყობა - კვლევის შედეგების გაცნობა/პრეზენტაცია აჭარის არ მთავრობის წარმომადგენლებისა და ყველა  დაინტერესებულ პირთათვის. ასევე,   კვლევის შედეგებს გავაცნობთ უცხოელ კოლეგებს და წარვადგენთ საერთაშორისო კონფერენციებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა