სამეცნიერო პროექტის დასახელება: ინტერკულტურული მგრძნობელობის კვლევა სასკოლო საზოგადოებაში (აჭარის რეგიონის მაგალითზე)
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ასოცირებული პროფესორები ინგა შამილიშვილი და მადონა მიქელაძე, სტუდენტები: როლანდ შავაძე და თამუნა სურმანიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
კვლევის მიზანია აჭარის რეგიონის ზოგასსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სასკოლო საზოგადოების (მოსწავლე, მასწავლებელი, მოსწავლის ოჯახის წევრები) ინტერკულტურული მგრძნობელობის განსაზღვრა.
კვლევის ჰიპოთეზა: საქართველოში მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და მასწავლებლების განსხვავებულობისადმი ინტერკულტურული მგრძნობელობა დაბალია.
კვლევის ეტაპები პირობითად შედგება ხუთი ნაწილისგან: ა) საორიენტაციო გადაწყვეტილებები; ბ) კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია; გ) მონაცემთა შეგროვება (ეს შემდეგი თანმიმდევრობიოთ მოხდება: ჯერ მიეწოდებათ კითხვარები, შემდეგ გაანალიზდება კითხვარებით მიღებული მონაცემები, რაც მოგვცემს მასალას ინტერვიუსთვის. ინტერვიუები პარალელურად ჩატარდება); დ) მონაცემების ანალიზი; ე) კვლევის შედეგების წარდგენა (კვლევის შედეგების სრულ ანგარიშში აისახება დასკვნები, პრაქტიკული გამოყენებები და რეკომენდაციები, რომელიც წარედგინება ბსუ-ს აკადემიურ საბჭოს. ასევე იგეგმება მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე, რომელიც გაიმართბეა 2019 წლის 17-20 ივნისს ლიტვაში. კვლევის შედეგების საფუძველზე იგეგმბა სამეცნიერო სტატიის მომზადება და წარდგენა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში).
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კვლევა დაგვეხმარება მულტიკულტურული კომპეტენციების განვითარების მიზნით საქართველოში გატარებული ან/და დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურობის დადგენაში.
კვლევის მიზანია განათლების სფეროში ახალი ცოდნის შექმნა. ეს საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს (განათლების დარგის სპეციალისტებს, სკოლებს, თვითმმართველობებს, არასამთავრობო ორგანიზაცეიბს, მშობლებს და სხვა) განათლების
პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში გაითვალისწინონ არამარტო განვითარებული ქვეყნის საუკეთესო გამოცდილება, არამედ ადგილობრივ ემპირიულ მტკიცებულებაზე დაფუძნებული შეფასებაც.
გამოყენებული მასალისა და საკვლევი საკითხების კომპლექსურობიდან გამომდინარე, კვლევა საშუალებას მოგვცემს, მის საფუძველზე სხვადასხვა მიმართულებით სხვა კვლევები დაიგეგმოს. კვლევის შემდეგი ეტაპი იქნება გამოვლენილი სირთულეების დაძლევის სტრატეგიების შემუშავება.
კვლევის გარკვეული შედეგები აისახება საკონფერენციო მოხსენებაში, უფრო ვრცელი და მეცნიერულად დასაბუთებული შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები აისახება სამეცნიერო სტატიაში.
ასევე იგეგმება შეხვედრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან, განათლების დარგის სპეციალისტებთან და პრობლემით დაინტერესებულ სხვა პირებთან. კვლევის შედეგების გათვალისწინებით ვგეგმავთ მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის.
უკან |