ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ უცხოელი სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის ნუსხა და ჩარიცხვის წესი
I ნაბიჯი: აბიტურიენტი/ მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გამოცხადდეს ბსუ-ში № 35 კაბინეტში, ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებით;
II ნაბიჯი: ბსუ-ში საბუთების გადამოწმებისა და თანხმობის წერილის გაცემის შემდეგ აბიტურიენტი/ მაგისტრანტობის კანდიდატი დოკუმენტებს წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თბილისში, სადაც ხდება საბუთების განხილვა და იწერება ბრძანება ბსუ-ში ჩარიცხვის შესახებ.
საბუთების ჩამონათვალი:
ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);
ბ) უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ბ.ა. უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;
ბ.ბ. საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;
ბ.გ. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს.
გ) უცხო ქვეყნაში სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/უცხო ქვეყანაში მიღებული შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ.
დ) აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით);
ე) განცხადება.
ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე)-30 ლარი; დაჩქარებული წარმოება (15 სამუშაო დღე)-60 ლარი.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დანიშნულება: უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფასური
მისამართი: ქ. თბილისი, 0193, ალექსიძის ქ. №1
ბანკი - სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი - BAGAGE22
ანგარიშსწორების ანგარიში - GE66BG0000000344269500
საიდენტიფიკაციო კოდი - 202330566
უკან |