![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge./text_images/ge_pic_3729_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან კრიმინალისტიკის სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორია გაიხსნა. სასწავლო-პრაქტიკული სამუშაოები წარიმართება კრიმინალისტიკური ტექნიკის ძირითად მიმართულებაში - ტრასოლოგიაში (მოძღვრება კვალთა შესახებ). ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები დაეუფლებიან ხილვადი, ნაკლებად ხილვადი და უხილავი კვალის აღმოჩენის, კვალის ფიქსირების, ამოღების, შეფუთვის, მის პროცესუალურ გაფორმებისა და გამოკვლევის უნარ-ჩვევებს. სასწავლო პროცესში გამოიყენება მეთოდი „სწავლება კეთებით“. კრიმინალისტიკის სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიის ბაზაზე ასევე განხორციელდება ორი მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა: ჟურნალისტური გამოძიება და დეტექტივ-კრიმინალისტი.
უკან |