დეპარტამენტის ხელმძღვანელი: პროფესორი ანზორ დევაძე
ტურიზმის დეპარტამენტი არის ფაკულტეტის ძირითადი სასწავლო-აკადემიური და სამეცნიერო სტრუქტუ¬რული ერთეული, რომლის საქმიანობაც წარიმართება ტურიზმის დარგის აკადემიური და დამხმარე პერსონალის, მოწვეული სპეციალისტების მიერ.
საგანმანათლებლო პრიორიტეტები:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:
- "სასტუმრო საქმისწარმოება" - 10 თვე (IV საფეხური, ეროვნული გამოცდა)
- "სასტუმრო საქმისწარმოება" - 10 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
- "სარესტორნო საქმისწარმოება" - 4 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - "ტურიზმი" - 4 წ.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი - "ტურიზმი" - 2 წ.
სამაგისტრო და საგანმანათლებლო პროგრამა - "ტურიზმის მენეჯმენტი" - 2 წ.
კვლევითი პრორიტეტები:
- ტურიზმის კლასტერის ფორმირება და რეგიონის კონკურენტუნარიანობის შესწავლა;
- საერთაშორისო ბაზარზე ქართული ტურისტული პროდუქტის ეფექტიანი წინსვლის ღონისძიებები;
- ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების სტრატეგიების შემუშავება და ფორმირება;
- ტურისტული კომპანიის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრა;
- ტურისტული ორგანიზაციების ინოვაციური განვითარების მექანიზმის ფორმირება;
- რეგიონული ტურიზმის განვითარების ორგანიზაციულ-ეკონომიკური საფუძვლების ფორმირება;
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების როგორც ტურისტული პროდუქტის წინსვლის ინსტრუმენტის შემუშავება;
- ინოვაციური ტურისტული პროდუქტების ფორმირებისა და რეალიზაციის მეთოდური საფუძვლების შემუშავება;
- აგრარული ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ღონისძიებების ჩამოყალიბება;
- ღვინის ტურიზმის განვითარების სისტემის ფორმირება და რეალიზაცია;
გამოცემები:
- ჩარლზ რ. გელდნერი, ჯ. რ. ბრენტ რითჩი. ტურიზმი: საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია. მე-12 გამოცემა: თარგ. ინგლ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013. - 554 გვ.
- პაატა ჩაგანავა. ტურიზმის პოლიტიკა. გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი. 2012. -330 გვ.
- პაატა ჩაგანავა. რისკის მართვა. გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი. 2013. -340 გვ.
- საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2010, 5-6 ივნისი, ბათუმი-ტრაპიზონი (კრებული).
- საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2011, 4-5 ივნისი, ბათუმი.
- საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2012, 2-3 ივნისი, ბათუმი (კრებული).
- საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ,,ინოვაციები ტურიზმში: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2013, 8-9 ივნისი, ბათუმი-ტრაპიზონი (კრებული).
- საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2014, 5-6 ივლისი, ბათუმი-ხიხანის ხეობა (კრებული).
- საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ 2017, 10-11 ივნისი, ბათუმი
დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს შეადგენს კონკურსის წესით არჩეული 2 პროფესორი, 1 ასოცირებული, 4 ასისტენტ-პროფესორი და 1 ასისტენტი. მოწვეული არიან მოწინავე პროფესორები, პროფესიონალი პრაქტიკოსები და უცხოელი სპეციალისტები.
უკან |