სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ

თამარ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში

სურათი

თამარ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში „რა?სად? როდის?“ ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეჯიბრში ქალაქ ბათუმის ოცდაერთი  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჟიურის შეფასებით პირველი ადგილი  მეთხუთმეტე საჯარო სკოლის გუნდმა „რკინის ჯვარმა“ დაიკავა, მეორე ადგილი მეათე სკოლის გუნდმა „ბალავარმა“ მოიპოვა და მესამე ადგილი სკოლა გორდას გუნდ „გორდას“და  ლიცეუმ „ევრო 200-ის„ გუნდ „თამარიონს“ ერგო. ინტელექტუალური თამაშის მონაწილე ყველა ნაკრებს სერტიფიკატები გადაეცა, ხოლო ოთხ საკუთესო გუნდს სამახსოვრო საჩუქრები და ერთდღიანი ისტორიული შემეცნებითი ტური სამცხე-ჯავახეთში. ღონისძიება ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და სტუდენტთა მხარდაჭერის და მომსახურების სამსახურის, სტუდენტური თვითმმართველობის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ბათუმის ავტოტრანსპორტის მხარდაჭერით გაიმართა.

10 საჯარო სკოლა, „ბალავარი“
III ადგილი - შპს. გორდა   „გორდა“
III ადგილი - შ.პ.ს. ევრო 2000 „თამარიონი“


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა