სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

დაიწყო რეგისტრაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისთვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს  (კონკურს გარეშე დასაშვებია სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც).

კონფერენციის ფორმატი:

  • 20 მარტამდე - სამეცნიერო ნაშრომის სათაურის დარეგისტრირება ხელმძღვანელის მითითებით;

რეგისტრაცია: ელ. ფოსტის მისამართზე center@bsu.edu.ge ან სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრში. ოთახი №13 (სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი);

  • 30 აპრილამდე - სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა ელექტრონულ ვერსიასთან  ერთად.  ოთახი №13 (სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი).  ნაშრომს თან უნდა ახლდეს ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა და დარგობრივი დეპარტამენტის სხდომის ოქმიდან ამონაწერი, აღნიშნული თემის კონფერენციაზე დაშვების შესახებ;
  • 22- 28 მაისი -სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია;

     ·    სამეცნიერო ნაშრომის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში სტუდენტი სამეცნიერო კონფერენციაზე არ დაიშვება;

      · სამეცნიერო ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე (გარდა იმ    შემთხვევებისა, როცა სწავლება მიმდინარეობს სხვა ენაზე). უცხოენოვანი  პროგრამის სტუდენტები სამეცნიერო ნაშრომს წარმოადგენენ იმ ენაზე, რა ენაზეც მიმდინარეობს სწავლება;

  • სტუდენტს შესაძლებლობა აქვს სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოადგინოს ორი ნაშრომი სხვადასხვა სექციაში.

ნაშრომის  შეფასება:

  • შესანიშნავი ნაშრომი (91-100 ქულა)
  •  ნაშრომი იბეჭდება უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში/ჟურნალში;
  • ეძლევა რეკომენდაცია მონაწილეობა მიიღოს რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციაში, ფორუმებში (წელიწადში ერთხელ 500 ლარის ფარგლებში);  
  • ჯილდოს სახით გადაეცემა 100 ლარი;
  • ჯილდოვდება უნივერსიტეტის  სიგელით.
  • ძალიან კარგი ნაშრომი- (81-90 ქულა);
  • ჯილდოს სახით გადაეცემა 50 ლარი;
  • ჯილდოვდება უნივერსიტეტის  სიგელით.

კარგი ნაშრომი - (71-80 ქულა);

  • ჯილდოვდება მონაწილეს სიგელით.
  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა