ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის, ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის „მოგზაურობა საქართველოს ისტორიულ რუკაზე“ ეგიდით, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონფერენცია გაიმართა. სამეცნიერო სესიაზე უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს გურია-აჭარის ისტორიულ ურთიერთობებზე. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე გაიხსენეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი შალვა რადიანი.
უკან |