კონფერენცია სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე
14 ნოემბერი 2018 წელი

კონფერენცია სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე
კონფერენცია სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემაზე: „DURR Dental-ის აკადემიის მოწინავე ტექნოლოგიები და კონცეფციები პაროდონტიტის დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში“. კონფერენციის მონაწილეები სტომატოლოგიის არსებულ სიახლეებსა და თანამედროვე სამკურნალო საშუალებებს გაეცნენ. ღონისძიება გერმანული კომპანიის DURR Dental-ის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-Dentimpant-სა და კომპანია Dentstal-ის ორგანიზებით ჩატარდა.
სრულად