ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ა კ ა დ ე მ ი უ რ ი ს ა ბ ჭ ო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №02
2016 წლის 15 იანვარი, ქ. ბათუმი
ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, 33-35-ე მუხლების , ბსუ-ს წესდების მე-8 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის და სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ 3.1. პუნქტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმის (№4, 29.12.2015) ამონაწერის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ:
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- გამოცხადდეს კონკურსი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1-ში მითითებული დეპარტამენტისა და მიმართულების მიხედვით;
-
კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 15 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, 10-დან 17 საათამდე;
ბ) კონკურსი ჩატარდეს 17 თებერვალს;
გ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2016 წლის 18 თებერვლისა;
დ) კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმ-დეს 2016 წლის 22 თებერვლიდან. - მოწონებულ და დამტკიცებული იქნეს კონკურსანტის განცხადების (დანართი 2), ანკეტის (დანართი 3), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართი 4, 5), კონკურსის მონაწილეთა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნა-ლების (დანართი 6, 7) ფორმები;
- ინფორმაცია (დანართი 8) კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და უნივერსიტეტის კანცელარიის საინფორმაციო დაფაზე.
- დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
პროფესორი გურამ ჩაგანავა
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
დანართი 6
დანართი 7
დანართი 8
უკან |