
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ა.რ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორმა, ტიტე აროშიძემ და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, გიორგი ძიგუამ და მოაწერეს. თანამშრომლობა ითვალისწინებს სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას. მხარეებს შორის დაიგეგმა ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება.
შეხვედრას აფხაზეთის ა.რ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები - თეონა ტყებუჩავა, ნინო ციხელაშვილი, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მერაბ დიასამიძე, რექტორის მოადგილეები - მერაბ ხალვაში და თამარ სირაძე, ასევე ასოცირებული პროფესორი, ნატალია ლაზბა ესწრებოდნენ.
უკან |