ბსუ-ს აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,ბსუ“)  აკადემიური თანამდებობების (პროფესორის, ასოცირებული პროფესორების, ასისტენტ-პროფესორებისა  და ასისტენტების) დასაკავებლად (ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალი -  კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის 2023 წლის 21 წლის N01-02/139 ბრძანების N1 დანართში).
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2023 წლის 22 აგვისტოდან  05 სექტემბრის ჩათვლით,  10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N16 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - bsukonkursi2022@bsu.edu.ge);
  3. კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 06 სექტემბრიდან 08 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2023 წლის 11 სექტემბრისა  გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  4. კონკურსის შედეგების ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებულ პირებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულებები/აფილირების შეთანხმებები კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის 2023 წლის 21 ივლისის N01-02/139 ბრძანების N1 დანართში აღნიშნული ვადების შესაბამისად).
  5. კონკურსის ძირითადი პირობებია:

5.1  პროფესორის კადემიურ თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ან მიღებულია დასაბეჭდად თანდართული კლასიფიკატორის 2.2, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.5 ან 3.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.2 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 6 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.2, 4.3, 4.4 ან ბოლო 3 წლის განმავლობაში - 4.5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამეცნიერო აქტივობაში;

დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით მისი ხელმძღვანელობით სტუდენტს (ბაკალავრს, მაგისტრანტს, დოქტორანტს) გამოქვეყნებული აქვს თანდართული კლასიფიკატორის 2.3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო ნაშრომი;

ე) აქვს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის გამოცდილება;

ვ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;

ზ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

 

  1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი/კურსები;

დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასისტენტ-პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1.  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

 ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

 გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა;

  1. ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.

 

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ დანართი 1).

  1. პროფესორის, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინონ:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

გ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები);

დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას (საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის);

ე) დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ასისტენტ-პროფესორმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ პირველი საფეხურისათვის);

ვ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

თ) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსის (სილაბუსების) შესაბამისი მინიმუმ ერთი სახელმძვანელო/სალექციო კურსის/რიდერის ელექტრონული ვერსია (იმ ენაზე, რომელენაზეც ტარდება ლექცია) და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები), თუკი კონკურსატს შემოაქვს განაცხადი პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა, თუკი კონკურსანტს სურს დაიკავოს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა.

 

7. ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) სამოტივაციო წერილი;

გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში);

დ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4.

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიას ასევე უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (განაცხადის ფორმა იხილეთ ქვემოთ);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის დანართი №3 -ის მიხედვით, იხილეთ ქვემოთ).

გ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი  (ბსუ-სთან შრომითი გამოცდილების არმქონე) პირის მიერ კონკურსანტის ანკეტაში აღნიშნული კონკურსანტის ნაშრომის/სტატიის/მოხსენების შესახებ ინფორმაციის ბსუ-ს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 14 აგვისტოდან  18 აგვისტოს   ჩათვლით, კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის 2023 წლის 21 ივლისის  N01-02/139  ბრძანების (დანართი 3) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებული და კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე (ფორმები განთავსდება კონკურსების ველში).

10. ბსუ-სთან შრომითი გამოცდილების მქონე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ კონკურსანტის ანკეტაში აღნიშნული კონკურსანტის ნაშრომის/სტატიის/მოხსენების შესახებ ინფორმაციის დადასტურება მოხდეს „ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №46 დადგენილების შესაბამისად (სამეცნიერო-კვლევითი საქამიანობის შეფასება,   www.portal.bsu.edu.ge/sa ;

11. კონკურსანტები უფლებამოსილია გაეცნოს ბსუ-ს სამართლებრივ აქტებს ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.bsu.edu.ge (ველში ,,კონკურსები“): ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ- აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესი“; ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი“; „ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის №46 დადგენილება; ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს აკადემიურ თანამდებობის პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულები ფორმა.

ინფორმაცია სამეცნიერო აქტივოვების დადასტურების შესახებ

კონკურსის გამოცხადების ბრძანება N01-02-139

ეთიკის კოდექსი

სექსუალური შევისწოების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი

აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი

  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების სია
  დელეგირება და შრომების დამოწმება
  კონკურსანტის ანკეტის ფორმა
  კონკურსანტის განაცხადის ფორმა
  აკადემიური თანამდებობის პირთან დასადები ხელშეკრულების ფორმა
  ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესი
  ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესი
  ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია
  ბსუ-ს შინაგანაწესი
  ბსუ-ს წესდება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა