გამოცხადდა ღია კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსაწვევი პერსონალის შერჩევის მიზნით (დანართი 2) კონკურსანტებმა ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით 2022 წლის 13-14 სექტემბერს, 10:00 -დან 16:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის შესაბამისად დანართი 1);
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი/ასლები;
დ) ავტობიოგრაფია (CV - შევსების თარიღის მითითებით და ხელმოწერილი);
ე) ფერადი ფოტო (ზომა ¾).
კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, ვაკანტური საათების შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად) - 2022 წლის 14-15 სექტემბერს;
საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგების საჯარო გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2022 წლის 15 სექტემბერი;
კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღება ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით - 2022 წლის 16 სექტემბერი, 10 საათიდან 12 საათამდე;
კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2022 წლის 16 სექტემბერი.
კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - „ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით პერსონალის მოწვევისა და მათი აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის განსაზღვრის შესახებ“ ბსუ-ს რექტორის აქტის გამოცემის შემდეგ. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მოწვეული პირის აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის შესაბამისი სემესტრის/სემესტრების ხანგრძლივობის შესაბამისად.
დანართი 1დანართი 2
ბრძანება 1
ბრძანება 2
უკან |