„წიგნების თაროს” მე-8 სტუდენტური სეზონი დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რომელიც ითვალისწინებს ორ ეტაპს. თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
რეგისტრაციის ეტაპები:
1. შექმნან სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი, შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ.
2. დარეგისტრირებულ გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რომლის შედეგადაც “წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.
გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. გუნდის თითოეული წევრი 2021-2022 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;
2. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;
3. გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.
თუ სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველ სტუდენტს უნივერსიტეტში თანაგუნდელების მოძებნა გაუჭირდება, დახმარების მისაღებად უნდა შეავსოს განაცხადი შემდეგ ვებგვერდზე: https://teamder.wignebistaro.ge/ და შემოქმედებითი გუნდი დაეხმარება თანაუნივერსიტეტელების მოძებნაში.
რეგისტრაციის დასრულების თარიღი - 30.01.2022
„წიგნების თარო“ პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე კი - დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება!
“წიგნების თარო” ახალგაზრდული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს.
თამაში 3 ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპზე გუნდები ლიტერატურულ რაუნდებს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო პასუხის გასაცემად - სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.
მეორე, ქართული ეტაპი შედგება სამი რაუნდისგან (ისტორია, გეოგრაფია, კულტურა), რომელსაც გუნდის სამივე წევრი თამაშობს. თითოეული რაუნდის სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით.
მესამე ეტაპი სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.
მეოთხე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური - ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.
საკონტაქტო პირი: 555 38 75 92 - ანი თანდიაშვილი
უკან |