ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე უფასო კონსულტაციები ბსუ-ში

სურათი

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკა E-PSY-ის პროექტის ეგიდით, 13-16 ოქტომბერს ,,ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის“ საკითხებზე უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. შეხვედრები ჩატარდება როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ფორმატში. ონლაინ კონსულტაციები ჩატარდება ყოველდღე, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე, სადაც ფსიქოლოგები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით  https://us02web.zoom.us/j/8481083117

ოფლაინ შეხვედრისთვის საჭიროა, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია და დარეკოთ ნომერზე: 577 717 150

ვებინარი ჩატარდება შემდეგ საკითხებზე:

13 ოქტომბერი, 21:00 სთ-დან 22:00 საათამდე, - თემა: "რეკომენდაციები დანაკარგის ტრავმის დროს"- ქეთევან ბერიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ფიქოლოოგიის კლინიკის ხელმძღვანელი.

14 ოქტომბერი, თემა: ,,ფსიქიკური ჯანმრთელობა მოზარდებში“- დათო ქათამაძე, ბსუ-ს კლინიკის ფსიქოლოგი.

15 ოქტომბერი, 21:00 სთ-დან 22:00 საათამდე, თემა: ,,შფოთვა და მასთან გამკლავების გზები“ სალომე მელაძე, ბსუ-ს კლინიკის ფსიქოლოგი.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა