საერთაშორისო კონფერენცია - „ბიზანტინოლოგია საქართველოში-5“

ძვირფასო კოლეგებო,

2020  წლის 27 იანვრიდან ცხადდება სტატიების მიღება საერთაშორისო კონფერენციის - „ბიზანტინოლოგია საქართველოში-5“ (შავი ზღვა და  შავიზღვისპირეთის ქვეყნები – კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი IV-XV საუკუნეებში) -  მასალების  კრებულისათვის  

სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა  2020 წლის 1 აპრილი.

გთხოვთ, სტატიები გადმოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: humanities@bsu.edu.ge

სტატიის გაფორმების წესი:

პუბლიკაციის ენა - ქართული, ინგლისური

გვერდების რაოდენობა - 6-12 გვ. (სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით)

I გვერდი - ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, სტატუსი, საკონტაქტო მონაცემები

სტატიის სათაური

  • საკვანძო სიტყვები (3-5)
  • აბსტრაქტი (ინგლისურად) – 100-250 სიტყვა
  • შრიფტის ზომა - 11
  • ფურცლის ზომა - A4
  • მინდორი - ზევით-ქვევით -2 სმ; გვერდებზე- 2,5 სმ
  • დაშორება სტრიქონებს შორის- 1,5 სმ
  • შრიფტი- Sylfaen (ქართულისთვის და სხვა ენებისთვის), Unicode (ბერძნულისთვის)
  • გვერდები - ინომრება გვერდის  მარჯვენა ქვედა კუთხეში
  • შენიშვნები უნდა განთავსდეს სქოლიოებში (შრიფტის ზომა 10)
  • ბიბლიოგრაფია - ანბანურ რიგზე, ქრონოლოგიურად, სტატიის ბოლოს.

 გთხოვთ, დაიცვათ ციტირების ქვემოთ მითითებული წესი.

 სტატია იგზავნება სარეცენზიოდ  ორ ექსპერტთან და დასაბეჭდად მიიღება ორი დადებითი რეცენზიის  შემთხვევაში.

კრებულის გამოცემა დაგეგმილია 2020 წლის ბოლომდე.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

  ციტირების წესი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა