სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია

სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია
ძვირფასო კონფერენციის მონაწილეებო!
გაცნობებთ, რომ თქვენი მოხსენება ჩართულია კონფერენციაში (იხ. კონფერენციის პროგრამის სამუშაო ვერსია) და 21-22-23 ოქტომბერს გიწვევთ სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
გაცნობებთ, რომ კონფერენცია ნაწილობრივ დააფინანსა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. დაფინანსება მოიცავს:
• 22-23 ოქტომბერს საუზმეს, ლანჩს, ყავის შესვენებას
• საკონფერენციო ჩანთების დამზადებას
• საკონფერენციო მასალების - პოსტერების, პროგრამების დაბეჭდვას
• კონფერენციის შემდგომ შერჩეული მოხსენებების ბეჭდვას ორ ტომად: 1) სემიოტიკის მე-16 ნომერი;
2) ჰუმანიტარული კვლევები (ერთტომეული)
• აგრეთვე მხოლოდ კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო საბჭოს სასტუმროს ხარჯებს
სრულად