მიღება საერთაშორისო ონლაინ კურსზე „მოლაპარაკებების ხელოვნება და კონფლიქტების მართვა (მედიაცია)“

სურათი

ბსუ პარტნიორ უნივერსიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ERASMUS+ პროექტს "ArtNoConflict", რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტების მართვის უნარების გაუმჯობესებას სტუდენტებსა და ახალგაზრდებში (18-30 წლის).

ვირტუალური გაცვლების და ონლაინ ლექციების კურსის მეშვეობით პროექტი ცდილობს გაუმჯობესდეს სტუდენტების და ახალგაზრდა პროფესიონალების კონფლიქტების მართვის უნარები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას. პროექტი მოიცავს კონფლიქტების მართვის, მედიაციის, მოსმენის, კომუნიკაციისა და ემოციური რეგულაციის უნარების გაძლიერებას.

ონლაინ ტრენინგი გაიმართება 2025 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე!

კურსი ინგლისურენოვანია და მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და ლიეტუვადან.

ტრენინგის მოცულობა: მონაწილეები კურსის ბოლოს მიიღებენ სერტიფიკატს 2 ECTS კრედიტის მოცულობით ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემიისგან.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა!

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, სამუშაო დღეებში, დღის მეორე ნახევარში. მონაწილეები მიიღებენ დეტალურ განრიგს ელ-ფოსტით წინასწარ.

რეგისტრაცია ღიაა 2025 წლის 30 მარტამდე, 2025.

იხილეთ რეგისტრაციის ბმული:

https://artnoconflict.com/registration?utm_source=ge&utm_medium=bsu&utm_campaign=p

პროექტის პარტნიორები ბსუ-სთან ერთად არიან:

  • ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემია (ნიდერლანდები) (კოორდინატორი);
  • მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიეტუვა);
  • ვ.ნ. კარაზინის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტი (უკრაინა);
  • კროკის უნივერსიტეტი (უკრაინა);
  • არასამთავრობო ორგანიზაცია – უკრაინის ახალგაზრდული საბჭოების ასოციაცია (უკრაინა);
  • არასამთავრობო ორგანიზაცია – ახალგაზრდები მსოფლიოსთვის (საქართველო)

პროექტი თანადაფინანსებულია ERASMUS+ სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.

პროექტის ნომერი: ERASMUS-EDU-2023-VIRT-EXCH 101139196

 

  ტრენინგის განრიგი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა