გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი იაშა დიასამიძე
22 თებერვალი 2022 წელი
გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი იაშა დიასამიძე
გარდაიცვალა ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორი, საქართველოში აბსტრაქტული მათემატიკის ფუძემდებელი იაშა დიასამიძე. იაშა დიასამიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათემატიკის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. იგი იკვლევდა გაერთიანების სრული ნახევარმესერებით განსაზღვრულ ბინარულ მიმართებათა სრულ ნახევარგჯგუფებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუს-პროფესორ იაშა დიასამიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და სამეცნიერო საზოგადოებას.
სრულად