თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გერმანიის მაგდებურგის ოტო ფონ გერიკის უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი სადოქტორო პროგრამისა და სამეცნიერო კვლევების წარმოებას პროფესიული განათლების სფეროში. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.
უკან |