25 ივლისი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა III სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სამეცნიერო სესია 4 სექციაში მუშაობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 40-მდე დოქტორანტი მონაწილეობდა. მომხსენებლებმა თემები ლინგვისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის მიმართულებით წარმოადგინეს.