24 მაისი 2017 წელი

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის აი ენ თი-ს მოსწავლეებმა ქეთო შავაძემ, გურანდა ოსიძემ, კახა მურვანიძემ და ნიკა ჯიჯავაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა აიოვას უნივერსიტეტთან ვიდეო გაცვლით პროგრამაზე ისაუბრეს , რომელშიც აი ენ თი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მონაწილეობს. შეხვედრის მიზანი სტუდენტების ინფორმირება, გამოცდილების გაზიარება და პროგრამაში ჩართვა იყო.
შეხვედრას ბსუ-ს მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები და პროფესორები ირინე გოშხეთელიანი და ნინო დვალიძე ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ბსუ-ში აი ენ თი-ს მასწავლებლის ნინო კუხალეიშვილის კოორდინირებით და ბსუ-ს ასისტენტ -პროფესორის ნათია ქათამაძეს ორგანიზებით გაიმართა.